რა ხდება ზუგდიდში ამ წუთებში - დაპირისპირება "ნაციონალების" ოფისთან
ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე სიტუაცია დაძაბულია, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით ისმის სხვადასხვა სახის შეძახილები, მათ ასევე შენობას კვერცხები დაუშინეს. პოლიცია ადგილზე ჯერჯერობით არ მისულა.
მანამდე კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს. ისინი სკანდირებდნენ „არა ნაცებს“, „არა მიშას“.
მანამდე კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს. ისინი სკანდირებდნენ „არა ნაცებს“, „არა მიშას“.