loader

ღვინის ნამდვილი დღესასწაული - როგორ ჩატარდა "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღვინის ნამდვილი დღესასწაული - როგორ ჩატარდა "ქართული ღვინის ფესტივალი 2019"

ოქტომბერში, ძველქართულად - ღვინობისთვეში, "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" გაიმართა.  ნახეთ, როგორ ჩატარდა ქართული ღვინის ნამდვილი დღესასწაული!

50-ზე მეტი ღვინის დიდი და მცირე მარნები, ასეულობით სახეობის ღვინო, ქართული ტრადიციული ტკბილეული, ნამდვილი ქართული ყველი, ხილი, მიმების, დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლოვანი შოუ, ეს იმ ყველაფრის მოკლე ჩამონათვალია, რაც 12 ოქტომბერს შარდენის ქუჩაზე, "ქართული ღვინის ფესტივალზე" მისულ სტუმრებს დახვდათ.

ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდნენ ფოლკორული ანსამბლები: "შვიდკაცა", "რანინა", "ღვთაება", "მარუა", "ადილეი", "მართვე", "თორდა", კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ანსამბლი "კავკასიელი"; თანამედროვე ბენდები: "რეზო და ბავშვები", "ელის ბენდი".



გადაავლეთ თვალი "ქართული ღვინის ფესტივალი 2019"-ის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს