ვინ არის ვაჟა სირაძის მეუღლე? - საპატრულო პოლიციის უფროსის ოჯახური ფოტოები
რამდენიმე თვის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძე დაინიშნა. 33 წლის მაიორს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, იგი წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.
33 წლის სირაძე დაოჯახებულია. მაიორის მეუღლე მარიკა ქავთარაძე ექიმ ლევან ქავთარაძის ქალიშვილია. ქავთარაძე ნევროლოგია და მას როგორც სამედიცინო წრეში, ასევე საზოგადოებაში კარგად იცნობენ. იგი დაახლოებით 10 წელია ხობში ცხოვრობს და საქმიანობს, მანამდე კი ქავთარაძეების ოჯახი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა.
ასევე პეტერბუგრში დაიბადა მარიკა ქავთარაძე. მან სკოლაც იქ დაამთავრა, შემდეგ კი საქართველოში, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა და იგი წითელ დიპლომზე დახურა. სირაძემ და ქავთარაძემ 2015 წლის აგვისტოში იქორწინეს. ქორწილი თბილისში გადაიხადეს. ერთი წლის წინ მათ ქალიშვილი შეეძინათ.