ანგელა მერკელის უხერხული ინციდენტი - რა დაემართა ამჯერად გერმანიის კანცლერს?
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ისევ მცირე სკანდალში გაეხვა. კანცლერმა ამჯერად კიბის საფეხურები ვერ შენიშნა და კინაღამ მწარედ დაეცა. მერკელი ბერლინის კონფერენციაზე მრავალმხრივი ვაჭრობისა და ციფრული უსაფრთხოების შესახებ სიტყვით უნდა გამოსულიყო, რა დროსაც წატორტმანდა, თავი ძლივს შეიკავა და ტრიბუნას დაეჯახა.
უხერხული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით მერკელმა იხუმრა, რომ საფეხურები ვერ შენიშნა და ამის შემდეგ კიბით აუცილებლად ისარგებლებს.
ინციდენტის ამსახველი კადრები ტაბლოიდმა Daily Mail გამოაქვეყნა.
უხერხული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით მერკელმა იხუმრა, რომ საფეხურები ვერ შენიშნა და ამის შემდეგ კიბით აუცილებლად ისარგებლებს.
ინციდენტის ამსახველი კადრები ტაბლოიდმა Daily Mail გამოაქვეყნა.