loader

გიგა ბოკერია - "ვარდების რევოლუცია" ქართველი ხალხის არჩევანის განსხეულება იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგა ბოკერია - "ვარდების რევოლუცია" ქართველი ხალხის არჩევანის განსხეულება იყო

ვარდების რევოლუცია ქართველი ხალხის არჩევანის განსხეულება იყო, - ამის შესახებ, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ დღეს რიყეზე, რეიგანის ძეგლის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, "ვარდების რევოლუციით" ქართველებმა საქართველო დაიბრუნეს. "ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გავხდით ჩვენი ქვეყნის მესაკუთრეები. "ვარდების რევოლუცია" თავისთავად არის ერთ-ერთი მოვლენა, რასაც საერთაშორისო ეფექტი ჰქონდა. საქართველო იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობიდან და როგორ უნდა დადგეს თავისუფლების გზაზე ღირსეული ცხოვრებისკენ. ჩვენ ამ გზაზე არ გავსულვართ ბოლომდე, ეს ყველას კარგად გვესმის, მაგრამ ასევე ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევანი არის ურყევი. ეს არჩევანი არ არის მთავრობის, ან პრეზიდენტის. ეს არის მთელი საქართველოს არჩევანი და ამ არჩევანის ყველაზე უფრო სიმბოლური და განსხეულებული მაგალითი ვარდების რევოლუცია იყო", _ აღნიშნა ბოკერიამ.

რაც შეეხება უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, მისი განცხადებით, ამ მხრივ ჯერ კიდევ არის გამოწვევები, მაგრამ საქართველო დღეს არის უფრო ძლიერი, ვიდრე უახლოესი წარსულის განმავლობაში ყოფილა. "დღეს არის უფრო დაცული, როგორც როდესმე ყოფილა, მაგრამ ეს არ არის ის ამოცანა, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდოდა. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და დავბრუნდეთ იმ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილია. ეს არის ევროპული ოჯახი და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ", _ განაცხადა გიგა ბოკერიამ.