loader

რა ხდება პარლამენტის უკან - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება პარლამენტის უკან - პირდაპირი ეთერი

პარლამენტის შესასვლელები, რომლებიც გუშინ პოლიციას რკინის კონსტრუქციებით ჰქონდა ჩაკეტილი, დღეს გახსნილია. პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიცია დგას, თუმცა მათი განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება. რაც შეეხება პარლამენტის წინა მხარეს, იქ კვლავ კარვები დგას და აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა და სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პარლამენტის პიკეტირება დააანონსეს. გუშინ მათ პიკეტირება ვერ მოახერხეს, რადგან პოლიციას შესასვლელები ბლოკირებული ჰქონდა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს კომიტეტების სხდომები და პლენარული სხდომაა დანიშნული.