loader

"მარშრუტკები" ძვირდება? - რას აცხადებს "თბილისის მიკროავტობუსი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მარშრუტკები" ძვირდება? - რას აცხადებს "თბილისის მიკროავტობუსი"

„თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი, დავით ასანიძე განმარტავს, რატომ აქვს კომპანიას 115 მილიონი ლარის ზარალი.

როგორც დავით ასანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მიკროავტობუსების საკითხს, თუმცა ასახელებს არაერთ პრობლემას, რამაც, მისი თქმით, კომპანია ზარალზე გაიყვანა იმ ფონზე, რომ წლებია მგზავრობის ტარიფი არ გადახედილა.

მისივე თქმით, დედაქალაქს 1500 მიკროავტობუსი ემსახურება და ერთ წელში ცხადია, ვერ მოხერხდება მთლიანად ჩანაცვლება, მაგრამ კომპანია მზადაა, ტარიფის გადახედვის შემთხვევაში, ადეკვატურ ვადებში ავტოპარკი განაახლოს.

ცნობისთვის, მერია მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავს. დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ორ კვირიანი ვადა მისცა, რომ შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს გეგმა, რომ 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს.