პოლიციელებმა თანხა შეაგროვეს, რათა ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრს, გოგი გიგაურს სახლი აუშენონ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრეები ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრ გოგი გიგაურს სახლს აუშენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.
მათი ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.
შსს-ს ცნობით, სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.