მთავრობის წევრების პირველი კომენტარები მას შემდეგ, რაც გამთენიისას დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს
დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდნენ უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, თამაზ ნავერიანი და ნინო წილოსანი. პარლამენტში იმყოფებიან ირაკლი(დაჩი) ბერაია და მერაბ ქვარაია.
პარლამენტის ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებულები. ისინი იმყოფებიან როგორც ჩიტაძის, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სწორედ სამართალდამცველების კონტროლის მეშვეობით უწევთ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა.
ამასთან, აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელებთან მისვლა და პროტესტის გამოხატვა სურთ, ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.