loader

როგორ გამოიყურება საკანი, რომელშიც აქტივისტებმა "ივანიშვილის ზებრა" გალიის კიდეს მიაჯაჭვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება საკანი, რომელშიც აქტივისტებმა "ივანიშვილის ზებრა" გალიის კიდეს მიაჯაჭვეს

მოძრაობამ "გაბედე" პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობის წევრებმა ტერიტორიაზე საკანი დადგეს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის სურათი გააკრეს. ასევე, მასში სათამაშო ზებრა მოათავსეს, რომელიც საკნის კიდეს ჯაჭვით მიაბეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი ხალხის ნებას არ აასრულებს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდება, თავადაც საკანში აღმოჩნდება.

“დღეს შევუერთდებით მთავარ აქციას, განსაკუთრებით, იმ განცხადების შემდეგ, რაც კალაძემ გააკეთა ივანიშვილის დავალებით. ეს გალია თავის ზებრასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი დაიდგმება პარლამენტის წინ სიმბოლურად. დავდგამთ იმის სიმბოლოდ, რომ ბიძინა ივანიშვილს ელოდება ეს ბედი, თუ არ შეცვლის თავის ტაქტიკას და ახალგაზრდებთან ასე ცუდად თამაშს გააგრძელებს”, - განაცხადა "გაბედეს“ წევრმა მამუკა ჯუღელმა.

ამასთან, "გაბედეს“ წევრები მიმართავენ მოქალაქეებს, დღევანდელ აქციას შეუერთდნენ და “ბიძინა ივანიშვილის დიქტატურას” დაუპირისპირდნენ.