საარჩევნო სისტემის რა მოდელს სთავაზობს გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტს
გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტს ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად მათ მიერ შემუშავებულ მოდელს სთავაზობს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ განუცხადა, მათ მიერ შემუშავებული მოდელი ეფუძნება ე.წ. გერმანულ მოდელს, შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს; უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას.