loader

"ჩაგვსვეს ციხეში, სადაც კოშმარული პირობებია" - რატომ დააკავეს "ლექსენი" ისრაელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩაგვსვეს ციხეში, სადაც კოშმარული პირობებია" - რატომ დააკავეს "ლექსენი" ისრაელში?

რეპერი ლექსო ქავთარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ადამიანებო, მეგობრებო, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და სურს წასვლა ისეთ ტერორისტულ ქვეყანაში, როგორიც ისრაელია. გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, საკუთარ თავზე გამოვცადე, არ წახვიდეთ არასდროს იქ, იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოეწონები სახეზე ან ჩაცუმლობაზე ან რამე საბუთი არ გექნება დამაჯერებელი. უბრალოდ, პირდაპირ მიზეზგარეშე გართმევენ ტელეფონს და სატუსაღო მანქანით გადაყავხარ ციხეში, სადაც კოშმარულად ექცევიან განსაკუთრებით ქართველებს, ქართველ ქალებს და დედებს... ეს ვნახე საკუთარი თვალით. 2 დღე ჩაგვსვეს ციხეში, სადაც კოშმარული პირობებია, ვერ ჩამოვთვლი აქ. ეს არის სამხედრო ტერორისტული სახელმწიფო, ეს მათი უფლება და ნებაა, უბრალოდ გაითვალისწინეთ!!!"