loader

რისთვის უნდა იყოს მზად დღეიდან ხელისუფლება - ოპოზიციის მთელი დღის სრული სამოქმედო გეგმა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რისთვის უნდა იყოს მზად დღეიდან ხელისუფლება - ოპოზიციის მთელი დღის სრული სამოქმედო გეგმა ცნობილია

ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. დღეს, 19:00 საათზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და 26 ნოემბერს პარლამენტის ხელახლა პიკეტირებას შეეცდებიან.

25 ნოემბერს, 18:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება აქცია "სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ". სტუდენტები შემდეგ მსვლელობით შეუერთდებიან აქციას პარლამენტთან.