სროლა სოხუმში, რესტორანთან - მოკლულია 3 და დაჭრილია 3 ადამიანი
სოხუმში, ე.წ. მოჰაჯირების სანაპიროზე, ერთ-ერთ რესტორანთან სროლის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ გამოცემა „სპუტნიკ აფხაზია“ იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ნიღბიანმა უცნობმა პირებმა გახსნეს.
დეფაქტო შსს-ს ცნობით, სოხუმის დეპოში ნაპოვნია ცეცხლმოკიდებული ავტომანქანა, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.
მან „ძალოვანებისგან“ ყველა აუცილებელი ზომების გატარება მოითხოვა დამნაშავეთა დასაკავებლად, რათა მათ „რესპუბლიკის“ ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლონ.