"მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესსპიკერის პოზიცია" - ვინ დაიკავა ახალი პოსტი
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის პოსტი ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი პოსტი მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხს აამაღლებს.