ხანძარი სვანეთსა და რაჭაში: კადრები სტიქიის ადგილიდან
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.
ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
ხანძარია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარშიც. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძარი 30 ჰექტარზეა გავრცელებული.