ზუბალაშვილების ქუჩაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
ზუბალაშვილების ქუჩაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა.
ურთიერთდაპირისპირება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმართულებით არ გაატარეს სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშის ტომრებითაა დატვირთული.
საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, პარლამენტამდე ტომრები თავად წაიღონ, რასაც უკვე სამართალდამცავების წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა.