"როგორ იქცა ივანიშვილი პრობლემად მთელი ქვეყნისთვის - ამაზე თანხმდებიან ადამიანები, რომლებიც ვერაფერ დანარჩენზე ვერ თანხმდებიან ერთმანეთთან" - გიგა ბოკერია
პოლიტიკური ცხოვრება ივანიშვილის რეჟიმისთვის დღეს არსებული სტატუსკვოთი შეუძლებელი გახდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განაცხადა. მისივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება არა მარტო დღევანდელი დღის ბოლომდე, არამედ შემდგომ დღეებშიც.