loader

"ქართული ოცნების" ოფისთან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" ოფისთან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - პირდაპირი ეთერი

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა "ქართული ოცნების" ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო.

სამართლდამცველებმა გააკეთეს კორდონი, რომლითაც გადაკეტეს ცენტრალურ ოფისთან მისასვლელი საავტომობილო გზა. აქციის მონაწილეები მიმართავენ სამართლადამცველებს, რომ გახსნან კორდონი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

"როგორც ხედავთ, აქ გარკვეული ძალები ახდენენ პოლიციის პროვოცირებას. შესაბამისად, დავიცავთ წესრიგს. ყველას მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. პროტესტი შეუძლიათ მშვიდ ვითარებაში გამოხატონ, მაგრამ არ შეიძლება შენობის შესასვლელების პიკეტირება. შენობას აქვს შესასვლელები და ცდილობენ, მოახდინონ მისი პიკეტირება", - განაცხადა სირაძემ.