რას ამბობს თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ემზარ კვიციანის ძმისშვილის ადვოკატი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ
სამართალდამცველებმა 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადეს და ამ უმძიმესი ბრალდებით დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.