გავერკვეთ: ვინ ვის და რატომ ებრძვის - საბრძოლო მოქმედებები ისრაელსა და პალესტინის "ისლამურ ჯიჰადს" შორის
"ისლამური ჯიჰადის" ინფორმაციით, ეგვიპტის შუამავლობით, ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მათი თქმით, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 34 ადამიანი დაიღუპა.
"ისლამური ჯიჰადის" წარმომადგენლის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ პალესტინურმა მხარემ უზრუნველყოს ღაზას სექტორში მშვიდობის შენარჩუნება, ხოლო ისრაელმა უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.
ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, ღაზას სექტორიდან აქტიური სარაკეტო თავდასხმები მიმდინარეობს. დაშავებულია ათობით ისრაელის მოქალაქე, მათ შორის, 8 წლის გოგონა, რომელმაც გონება მაშინ დაკარგა, როდესაც თავდასხმის დროს თავშესაფარში გარბოდა.
ვითარება მხარეებს შორის განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელი სამხედრო მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლეს. მოგვიანებით "ისლამურმა ჯიჰადმა" ისრაელს ომი გამოუცხადა.