კადრები პეკინის ქუჩიდან, სადაც ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
პეკინის ქუჩისა და ცინცაძის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“ ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.