"გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92-მა ხელმომწერმა დაადასტურა" - გია ვოლსკი
უმრავლესობის სხდომაზე საერთოდ არის ხოლმე ხმაური. ახლაც როგორ იქნებოდა მშვიდი, პრინციპულ საკითხებზე იყო მსჯელობა, მაგრამ რასაკვირველია, ხმის აწევას არ ჰქონია ადგილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.