ეს უსაყვარლესი არსება 30 წელიწადია არავის დაუფიქსირებია
ირმულასებრნი ძუძუმწოვრების ოჯახის წყვილჩლიქოსანთა რიგს მიეკუთვნებიან. მათი სხეულის სიგრძე 45-100 სანტიმეტრამდე აღწევს, მასა 2-15 კილოგრამამდეა. ისინი ტროპიკულ აფრიკის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, დიდი ზონდის კუნძულების ტენიან ტყეებში არიან გავრცელებულები. ცხოველები ძირითადად მცენარეულობით, ზოგჯერ კი, მწერებითაც იკვებებიან.
თაგვ-ირემი უკანასკნელი 30 წელიწადია არავის დაუფიქსირებია. პაწაწინა ცხოველი რამდენიმე დღის წინ, ვიეტნამის ტყეში არსებულმა კამერამ გადაიღო.
თაგვ-ირემი უკანასკნელი 30 წელიწადია არავის დაუფიქსირებია. პაწაწინა ცხოველი რამდენიმე დღის წინ, ვიეტნამის ტყეში არსებულმა კამერამ გადაიღო.