პალესტინის "ისლამურმა ჯიჰადმა" ისრაელს ომს გამოუცხადა - ვითარება დღეს დილიდან დაძაბულია
პალესტინის "ისლამური ჯიჰადი" ისრაელს ომს უცხადებს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
"ეს ტერორისტული დანაშაულებები არის აგრესიის გამოვლინება და ომის გამოცხადება პალესტინელი ხალხისთვის. მასზე პასუხისმგებლობა მტერს ეკისრება",- ნათქვამია პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, რათა იერიში მიიტანონ "იმ აგრესიასა და ტერორიზმზე, რომელიც პალეტინელი ხალხის მიმართ ხორციელდება".
"ჩვენ ვიწყებთ ომს. ნეთანიაჰუმ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ბაჰა აბუ ალ-ატას მკვლელობით. ჩვენ ამას ძალისმიერი მოქმედებებით ვუპასუხებთ. ეს ყველაფერი დაუსჯელად არ დამთავრდება",-წერია განცხადებაში.