"მოდი და არ შეაქო პატრულის ეს თანამშრომელი" - რა ვიდეოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი "ფეისბუქზე" თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი ადამიანი აზიარებს. ვიდეოში ჩანს, როგორ ეხმარება საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მოხუც ქალბატონს გზაზე გადასვლაში.