"მითხრეს, ქართული ცეკვების ტრადიციებზე იყო" - რას იხსენებს სტუდიის ხელმძღვანელი, რომლის ორი მოსწავლეც ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" გადაიღეს
მშობელი, რომლის არასრულწლოვანი შვილი ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" გადაიღეს, პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ არასრულწლოვნის მამამ, ზურაბ ღვინიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მსახიობი და საბავშვო თეატრი-სტუდია "მეორე სახლი 2"-ის ხელმძღვანელი ნინო მესხი იმ დღეს იხსენებს, როდესაც ფილმში ბავშვების გადაღებაზე დაუკავშირდნენ.