კადრებში ჩანს, როგორ გადააგდო სტუდენტის დანაწევრებული ცხედარი პროფესორმა მდინარეში - სანქტ-პეტერბურგში მომხდარი საზარელი ტრაგედიის დეტალები
63 წლის ცნობილმა რუსმა პროფესორმა 24 წლის შეყვარებული მოკლა.
ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა საყვარელი ქალის მკვლელობა აღიარა - BBC-ის ინფორმაციით, ის მდინარეში იპოვეს ზურგჩანთით, რომელშიც ქალის მოკვეთილი ხელები ეწყო. 63 წლის ოლეგ სოკოლოვი ნასვამი იყო და როდესაც მოკლული ქალის დანაწევრებული სხეულის მდინარეში გადაგდებას ცდილობდა, თვითონაც წყალში ჩავარდა. 24 წლის ანასტასია იეშჩენკოს ცხედრის ნაწილები პოლიციამ მოგვიანებით პეტერბურგში, ისტორიკოსის სახლში იპოვა.
პროფესორ სოკოლოვის ადვოკატი ალექსანდერ პოჩუიევი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს ნანობს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
სოკოლოვმა პოლიციას განუცხადა, რომ შეყვარებული ჩხუბის დროს მოკლა, შემდეგ კი დაანაწევრა. მან გადაწყვიტა, ქალის სხეული მდინარეში გადაეგდო, შემდეგ კი ნაპოლეონის სამოსში გამოწყობილს თავი საჯაროდ მოეკლა. იეშჩენკო პეტერბურგში სასწავლებლად იყო ჩასული. მანამდე ის კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.