გაზის გამათბობლების საფრთხე _ საგანგაშო სტატისტიკა
დედაქალაქის მერიის ახალი სერვისით დაინტერესება დიდია, თუმცა გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევები ისევ საგანგაშო. ათეულობით მოწამლული და 8 გარდაცვლილი მოქალაქე, ეს წლევანდელი სეზონის სტატისტიკაა.
მონაცემები გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს უკვე აღემატება.
ბუნებრივი აირით მოწამვლის გახშირებულ ფაქტებს თავად მოქალაქეების დაუდევრობას უკავშირებს "ყაზტრანსგაზ-თბილისი". კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტთა ნაწილი მათი რეკომენდაციის მიუხედავად, კუსტარულად დამზადებული გამათბობლის გამოყენებაზე უარს არ ამბობს.
თბილისის მერიის სარეკლამო რგოლი ტელეეთერში ზამთრის სეზონის დადგომისთანავე გამოჩნდა. დედაქალაქის მთავრობა და "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ცხელ ხაზზე დარეკვას მოქალაქეებს გამათბობლის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით ურჩევენ. საკუთარი უსაფრთხოების რევიზიის მსურველი ბევრია.
კუსტარული ტიპის გაზის გამათბობელი, რომელიც ჟანგბადსაც ოთახის ჰაერიდან იღებს და გამონაბოლქვ აირებსაც ოთახში აგროვებს – ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. თეორიულად ყველამ იცის, თუმცა ის ბაზრობებსა და ოჯახებში მაინც ხშირია.