რა დაემართება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბავშვს, რომელიც მშობელს კალთაში უზის
თუ საბავშვო სამგზავრო სავარძელი სწორადაა შერჩეული, წონის და ზომის მიხედვით და ის სწორადაა დამონტაჟებული, 60-დან 80%-მდე იცავს ბავშვს დაზიანებისგან, - ამის შესახებ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროების დემონსტრირებისთვის პარლამენტის წინ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული სავარძლების გამოყენების თაობაზე ტაქსის მძღოლებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჯერჯერობით ვერ დაავალდებულებენ და დაგეგმილი ცვლილება მხოლოდ კერძო ავტომობილებს შეეხება.
მისივე თქმით, აღნიშნული სავარძლების გამოყენების თაობაზე ტაქსის მძღოლებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჯერჯერობით ვერ დაავალდებულებენ და დაგეგმილი ცვლილება მხოლოდ კერძო ავტომობილებს შეეხება.