თამთა თოდაძის მიმართ სექსუალურ ქმედებასა და ცემაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, თუმცა, საყურადღებოა, რის გამოც ის ინტენსიურ ბლოკში აგრძელებს მკურნალობას.
ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, მოგვიანებით გაწერეს.