ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინა ხვედელიძის პირველი ერთობლივი ინტერვიუ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, რომ შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მისცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას, - ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას ეხება. მისი თქმით, ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი.