თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. ახალი წლისთვის, თბილისის მერია ჯამში 2.8 მილიონ ლარამდე დახარჯავს ნაძვის ხესა და განათებებში. მერია 1 250 000 ლარს გადაუხდის კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში. სამუშაოებს თბილსერვის ჯგუფი ახორციელებს.