"არაკაცი ხარ შენ! შე მოღალატე!" - მომენტი, როცა დავით ბერძენიშვილს "ქართული მარშის" წევრები გაუსწორდნენ
კინოთეატრ „ამირანთან" „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მისული დავით ბერძენიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. მას კომენტარის გაკეთებაში ხელს ჯერ შეძახილებით უშლიდნენ, ამის შემდეგ კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას ფიზიკურად გაუსწორდა.
დავით ბერძენიშვილი ტერიტორიიდან პოლიციამ გაარიდა.
კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარშის“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას ცდილობენ.
დავით ბერძენიშვილი ტერიტორიიდან პოლიციამ გაარიდა.
კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარშის“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას ცდილობენ.