მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას
მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. იგი "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
ნიუ-იორკის ყოფილი მერი აცხადებს, რომ ამ დრომდე წარდგენილ კანდიდატებს შორის არ არის არავინ "დემოკრატიული პარტიიდან", ვინც 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს.
77 წლის ბლუმბერგი მიმდინარე კვირას, სავარაუდოდ, ალაბამაში "დემოკრატების" საპრეზიდენტო პრაიმერში დარეგისტრირდება.
შეგახსენებთ, ამჟამად 17 კანდიდატია დარეგისტრირებული, რომლებიც აპირებენ, პრეზიდენტ ტრამპს კონკურენცია გაუწიონ არჩევნებში. მათ შორის ლიდერები არიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეთ უორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი.