"თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია" - მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სპეცოპერაციაზე
თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ისინი 2020 წელს არჩევნებს ვერ მოიგებენ, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა EMC-ის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო, რომლებიც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" გაასაჯაროვა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო, რომლებიც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" გაასაჯაროვა.