loader

BBC: ბიტკოინის მწარმოებელ ქვეყანათა შორის საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC: ბიტკოინის მწარმოებელ ქვეყანათა შორის საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა

"ბი-ბი-სის" ჟურნალისტი ედ ბატლერი საქართველოს ბიტკოინის იმ ქარხნის მოსანახულებლად ეწვია, რომელიც ელექტროენერგიის იაფი და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.

ჟურნალისტი თბილისში მდებარე ბიტკოინების ქარხანასაც ეწვია, სადაც მას ფოტოების გადაღების საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ აქ მოდის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი.

სტატიის ავტორის თქმით, საწარმო სპეციალურ თავისუფალ სავაჭრო ზონაში ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიისთვის გადასახადებს არ იხდის.

მისივე განცხადებით, საქართველო, ჩინეთისა და ვენესუელის შემდეგ, მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელთა შორის მესამე ქვეყანაა.