"მამაჩემს დავუჯერე და მილიარდერი გავხდი" - როგორ იქცა ღარიბი ინდოელი ბიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ დეველოპერად
"ჩემი, როგორც მეწარმის წარმატება, მამაჩემის ერთი რჩევის შედეგია" - ამბობს ინდოელი ბჰავინ ტურაქია, რომელმაც ტექნოლოგიური კომპანიების დაარსება ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში დაიწყო.
1990-იან წლებში, როდესაც ინდოეთში ინტერნეტის მოხმარების "ბუმი" დაიწყო, ძმასთან ერთად რამდენიმე მილიონი გამოიმუშავა - ისინი მომხმარებლებს ვებჰოსტინგისა და დომეინის სახელის რეგისტრაციას სთავაზობდნენ.
"მამაჩემი ყოველდღე, დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე მუშაობდა, რომ როგორმე თავი გვერჩინა. ყველაფერი, რაც ახლა გამაჩნია, მამაჩემის მნიშვნელოვანი დამსახურებაა. ის ბავშვობაში მუდმივად მიმეორებდა ერთ რჩევას - იმდენად ხშირად, რომ ვპასუხობდით: "ვიცით, მამა!" რჩევა ძალიან მარტივი იყო, სულ ერთი წინადადება - "ყველაფერს მიაღწევ, თუ გონებაში კარგად ჩაიბეჭდავ, რისი გაკეთებაც გინდა". თუ ამის გათავისებას მოახერხებთ, მაშინვე თავდაჯერებული გახდებით. ფიზიკის ფუნდამენტური კანონების დარღვევის გარდა ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ გონებას შესაბამისად განაწყობ", - ამბობს ტურაქია.