loader

რუსთავი-ლილოს გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავი-ლილოს გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

რუსთავი-ლილოს გზაზე ერთმანეთს "ფოლცვაგენისა" და "ჰონდას" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შეჯახების შედეგად "ფოლცვაგენის" მარკის ავტომობილში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.

ავტომობილებიდან მძღოლებმა დროულად მოასწრეს გადმოსვლა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. პაციენტები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.