"პატრული გვაჩერებს, აბნევს მოსწავლეს" - რას ითხოვენ "შმაქსისტები" აქციაზე
რესპუბლიკის მოედანზე "გირჩის" მიერ დაფუძნებული "შმაქსის" მძღოლები და "გირჩის" ლიდერები აქციას მართავენ. როგორც "გირჩის " ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, " შმაქსი" საგანმანათლებო საქმიანობას ეწევა. აქედან გამომდინარე, მათი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს "შმაქსიზე" "ნადირობა", გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც პოლიციამ 1-ლი ოქტომბრიდან მძღოლებს გამოუწერა და შეჩერდეს "ტაქსების რეფორმა", რომელმაც "ეს ყველაფერი გამოიწვია".
ზურა ჯაფარიძის თქმით, ამ მოთხოვნებით შსს-სთან გადაინაცვლებენ.
ზურა ჯაფარიძის თქმით, ამ მოთხოვნებით შსს-სთან გადაინაცვლებენ.