უახლესი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე - გამოძიება შესაძლოა, შეწყდეს
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, საგამოძიებო უწყების შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიმდინარე თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.
თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატს ესაუბრა. მარიამ კუბლაშვილის შეფასებით, აღნიშნული საქმის ობიექტური გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.