დაპატიმრებულია ISIS-ის მოკლული ლიდერის და, რომელსაც "ინფორმაციის ოქროს საბადოს" უწოდებენ
თურქმა სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მოკლული ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 65 წლის რასმის ევადი ქმარ-შვილთან ერთად სატვირთოს კონტეინერში ქალაქ აზაზში დააკავეს, რითაც ისინი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის დატოვებას აპირებდნენ.
თურქი მაღალჩინოსანი, ვისზე დაყრდნობითაც გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს და რომლის ვინაობაც დასახელებული არაა, აცხადებს, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და „ინფორმაციის ოქროს საბადოა“, ვინაიდან ის „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ფლობს.
შეგახსენებთ, რომ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ამერიკელმა სამხედროებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სირიაში სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც მან თავი აიფეთქა.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის ISIS-ის ახალი ლიდერი - ყველაფერი "პროფესორად" წოდებული აბდულა ქარდაშის შესახებ