რა ხდებოდა და რა ითქვა ივანიშვილისა და პატრიარქის შეხვედრისას საპატრიარქოში
ბიძინა ივანიშვილი შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამართულ შეხვედრას ეხება.
"3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს უმასპინძლა.
ბიძინა ივანიშვილი შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია. ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მისმა უწმინდესობამ თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
შეხვედრის დასასრულ, კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინა ხვედელიძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.