"გვიყვარხარ, გვიყვარხარ!" - მრევლის ემოციური შეძახილები, როცა პატრიარქი სამების ტაძრიდან გადიოდა
სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქადაგების დასრულების შემდეგ ემოციურად, ტაშით და სიტყვებით "მიყვარხარ" გააცილა.
ტაძრის ეზოში პატრიარქის მხარდასაჭერად მორწმუნეების საკმაოდ დიდი რაოდენობაა შეკრებილი. ილია მეორემ დილიდან სამების ტაძარში მღვდელმსახურებთან ერთად წირვა-ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც მრევლს მიმართა. უწმინდესმა მოუწოდა მორწმუნეებს, გაუფრთხილდნენ სამშობლოს და ეკლესიას.