მე დავინახე ის თვალები. რომელიც ბოლო 40 წელია მახსოვს, ნათელი ადამიანის - მარგველაშვილი პატრიარქთან პატივისცემის გამოსახატად მივიდა
იმ ფონზე, როცა პატრიარქმა კაგებეს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლა არის მის მიმართ, ბუნებრივია, ოდნავ მაინც კი ვერ შეარყევს მას, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ყოფილი პრეზიდენტი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ის ილია მეორეს შეხვდა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მსგავსი განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ, არ კეთდება აღშფოთების გამო და "არ კეთდება არც ერთ შემთხვევაში თუ ამის უკან გარკვეული ზურგი არ დგას". კითხვაზე, თუ რაზე საუბრობს, კონკრეტულად ყოფილი პრეზიდენტი და ვინ არის ე.წ. ზურგი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია ამაზე არ აქვს.