მეტროს მატარებლები დროებით გაჩერდნენ, ერთს კი გვირაბში გაჩერება მოუწია - შეფერხება მეტროპოლიტენში
თბილისის მეტროში შეფერხება იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" მგზავრებმა აცნობეს, მატარებლებს გარკვეულ სადგურებში გაჩერება მოუწიათ, მათ შორის ერთი მატარებელი "სამგორისა" და "ისნის" სადგურებს შორის გვირაბში გაჩერდა.
თავის მხრივ, სააგენტოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი სადგურ "მარჯანიშვილზე" მოძრავი მატარებელი გახდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა.
თავის მხრივ, სააგენტოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი სადგურ "მარჯანიშვილზე" მოძრავი მატარებელი გახდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა.