ვარკეთილში 22 წლის მგზავრმა საკუთარ ავტომობილში ტაქსის მძღოლი მოკლა - ეჭვმიტანილის დაკავების კადრები კამერამ დააფიქსირა
თბილისში, ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. ეჭვმიტანილის დაკავების გადაღება "კურიერის" კამერამ შეძლო. 23 წლის მამაკაცი დანაშაულის ჩადენის ადგილის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იმალებოდა.