"ყელის კიბო უშველის..." - რა დაწერა ბერას გაკრიტიკების საპასუხოდ არქიმანდრიტმა რაჭველიშვილზე
არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაიშვილმა უცხოეთში მოღვაწე ქართველ საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს ბერა ივანიშვილის კრიტიკა არ აპატია.
"აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის" - ასე გამოეხმაურა ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი სოპრანოს პოზიციას, რომელმაც ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად მილიონის გადარიცხვაზე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
კომენტარის გავრცელების შემდეგ არქიმანდრიტს პირად გვერდზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერენ. თუმცა, თავად კომენტარის მსგავსი ფორმულირება წყევლად არ განიხილა და სხვა პოსტის კომენტარებში დაწერა:
"რაჭველიშვილი არ დამიწყევლია! უბრალოდ დაფიქრდეს, რომ სხვას, მასზე ახალგაზრდას არ ასწავლოს, რა აკეთოს. მორჩეს ისტერიას… არც მისურვებია, უშველის-თქო! კარგად სიმღერა სულაც არ ნიშნავს მის კარგ ადამიანობას. ეთქვა, გამიხარდა ბერას ეს ქველმოქმედებაო და კიდევ უფრო გამიხარდებოდა საქართველოს მიმართო" - წერს სასულიერო პირი.