loader

ამჯერად რომელი წიგნის ავტორის დასახელება მოსთხოვა გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს? - მორიგი ეპიზოდი გასაუბრებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამჯერად რომელი წიგნის ავტორის დასახელება მოსთხოვა გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს? - მორიგი ეპიზოდი გასაუბრებიდან

წაკითხული გაქვთ თუ არა წიგნი „სასამართლოს მიტაცება?“ - ამგვარი ხუმრობით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს.

გოცირიძის განცხადებით, აღნიშნული ნაწარმოები ლათინოამერიკელმა მწერალმა დაწერა და დაინტერესდა, იცოდა თუ არა კანდიდატმა, რომელია ეს მწერალი, რაზეც თავის მხრივ, სილაგაძემ აღნიშნა, რომ არ იცოდა და ეს წიგნიც წაკითხული არ ჰქონდა.

„იცით თუ არა, რომელმა ლათინოამერიკელმა მწერალმა დაწერა რომანი "სასამართლოს მიტაცება"? ძალიან მძიმე წიგნია, სჯობს არ წაიკითხოთ“, - მიმართა გოცირიძემ მოსამართლეობის კანდიდატს.