loader

"უფრო მეტად "ბასტი-ბუბუს" ვუყურებ ხოლმე" - რა ჩაილაპარაკა უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა ხაზარაძეზე დასმული შეკითხვის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უფრო მეტად "ბასტი-ბუბუს" ვუყურებ ხოლმე" - რა ჩაილაპარაკა უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა ხაზარაძეზე დასმული შეკითხვის შემდეგ

უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, "ბასტი-ბუბუს" ვუყურებ ხოლმე, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის რეპლიკას, რომელმაც გაოცება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატმა ინფორმაცია ტელევიზიიდან მიიღო.

მანამდე კი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა "თიბისი ბანკის" საქმეს პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.

"საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი", - აღნიშნა სილაგაძემ.

მის განცხადებას კი ხათუნა გოგორიშვილი გამოეპასუხა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ შვილების გამო უფრო მეტად "ბასტი-ბუბუს" უყურებს.